საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 2025 წლის 25 ივლისს, ქალაქ სტრასბურგში დაგეგმილ ქართველი ემიგრანტების კონფერენციას:
“2025 წლის 25 ივლისს, ქალაქ სტრასბურგში ტარდება ქართველი ემიგრანტების კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჩვენს ემიგრანტებთან ერთად დაესწრებიან ევროპარლამენტარებიც.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა და ქართველი ემიგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში.
ჩვენი ემიგრაციის სათქმელი აუცილებლად მივა ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკურ პირებამდე და ასევე თითოეული ქართველამდე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსული ხელისუფლების მოშორება.
მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.