spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით...

ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს საგანგებო რეჟიმის უხეშ დარღვევებს – თინათინ გაბრიჭიძე

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის წევრი, ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჭიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს სოციალური ქსელ ფეისბუქით. ეპიდემიოლოგი მოსახლეობის ინ ნაწილის დამოკიდებულებაზე წუხს, რომლებსაც არ მიაჩნიათ პადემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სერიოზულად. დაწესებულ წესებს და რეკომენდაციებს კი არ იცავენ. მედიკოსი აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო არ იზრუნებს და არ მკაცრად არ გააკონტროლებს ამ სიტუაციას ექიმები პროფესიულიმოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვიან და სახლში დარჩებიან.

ეპიდემიოლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს
❗️ დიდ მარკეტებში
❗️ უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე
❗️ ქუჩებში, პარკებში და სკვერებში
❗️ ეკლესიებში
❗️ ოჯახებში
❗️ “დაჩნიკებში”
ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები❗️

დაიმშვიდეს გულები……. აქაოდა გენეტიკა გვქონია რაღაც განსაკუთრებული! ანტისხეულები გვაქვს თურმე სისხლში! “მოხდილი” გვაქვს თურმე კორონა მთელ ერს ან აწი მოვიხდით უმტკივნეულოდ და არხეინად ტაშ-ფანდურაში!აცრილები ვართ თურმე ყველანი სსრკ-ში! მერე რა თუ მოხუცები დაიხოცებიან, მაინც იმ ქვეყნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისედაც გავიდოდნენ გაღმა! სამაგიეროდ მორწმუნეები ვართ დაცულები! ექიმები მაინც ყველაფერს გააკეთებენ, გმირები არიან გადაგვარჩენენ! რა ვუყოთ თუ დაავადდებიან, ეგ პროფესია ხომ თავად აირჩიეს, რა ჩვენი ბრალია თუ არ დაიცვეს თავი წესიერად! თუ ექიმები ვერა, ჩვენი “სიკეთეები” გადაგვარჩენს, ჩვენ ხომ ღვთივკურთხეული ერი ვართ…ჩვენ ხომ რჩეულები ვართ, ჯერ მარტო როგორი მრავალჟამიერი გვაქვს და როგორი სადღეგრძელოები ვიცით…..მაშ როგორ! აბა რაააა! კიიიიი კიიიიი! ამოვიდა ყელში ხვეწნა-მუდარა უკვე! ვერ გათენდა ჩვენს გონებაში ვერა!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თინათინ გაბრიჭიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...