ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კონკრეტული განმარტებით – “ჯაფარამ ეს წერილი 8 ივლისს დაწერა, გუშინ მოვიდა ფოსტით, თუმცა მიხვდებით, რატომ გიზიარებთ ახლ“:

ვერ ვიხსენებ რას ვკითხულობდი, როცა კითხვის შემდეგ სიარულის დროს ამ ფიქრებმა წამიღო, მერე დამავიწყდა და რადგან ახლა გამახსენდა, ჩავიწერ, იქნებ რამდენიმე თვეში მათთან დაბრუნება და გადახედვა მომინდეს.

რა არის ის, რამაც შეიძლება გაგტეხოს აქ? დისკომფორტი? ჩაკეტილი სივრცე? მარტოობა? ყველაფერი სისულელეა.

არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ.

ძალიან კარგ ფილმს რომ მთავარი პერსონაჟები გამოაკლო და ისე უყურო, რა მნიშვნელობა ექნება იმას, რაც დარჩება სიუჟეტიდან?

მონატრება, შეცვლილი რუტინა და ყოფითი ამბებიც გასაგებია.
ამათ მიღმა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, გაფიქრებს, რამაც შეიძლება შეგცვალოს?

უსამართლობა.
ოღონდ არა ზოგადად: “ვაიმე, როგორ უსამართლოდ ჩამსვეს”, არამედ, დროის კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ წამში აღსრულებული უსამართლობა.

აი, ე.წ მოსამართლე რომ ჩაქუჩს ურტყმს და ამბობს: 7თვე.
რატომ შე დედამო%$ნულო? რატომ 7? იქნებ 6? 1 თვეში რამდენ რამეს მოვასწრებ იცი? კოსტას წავიყვან ფეხბურთზე 10-12ჯერ და 2-3ჯერ ქაბაბს შევჭამთ ერთად, ვილაპარაკებთ რეალზე და რონალდოზე. იცი რამდენჯერ ვნახავ დედაჩემს? რატომ 7? როგორ დათვალე? რა ფორმულით? 4 წელი და 6თვე? პატარა გიტარისტს. 5 წელი მეორეს. როგორ ითვლით? როგორ წონით?

ანუ, რეჟიმის ზოგადი უსამართლობა კი არა, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი აგდებულ დამოკიდებულებაში გამოხატული უსამართლობა მაგიჟებს.

რა არის ეს? უგულობა? უტვინობა? უსულობა? ყველაფერი ერთად?

სად მიხვალ ამაზე მუდმივი ფიქრით? რომ გაბოროტდე? შეიძლება ალბათ, ახალი ამაში არაფერი იქნება. ვნახოთ რამდენიმე თვეში.

ღმერთი რომ იწამო?:) კარმა?:) იმ ქვეყნად მიეზღვებათ?:) ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეგდოს ერთ ოფშენად.

რომ გაგიჟდე? შანსი არაა? ყველას ეგრე ეგონა ვისაც დაუცურდა? იქნებ უკვე?

კაი, წავედი, კარმუშკა გაიღო: “ზური, აჯაფსანდალი, ხაჭო არაჟნით, წიწიბურა რძეში გვაქვს. ჩაიც არ გინდა?””
| ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
08.07.25

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...