spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია...

ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ, საქართველომ არ უნდა ნახოს ეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ ნახოს! – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ექიმი საუბრობს კორონავირუსის სავალალო შედეგებზე და იმედოვნებს, რომ ის, რაც იტალიაში, ესპანეთში, ნიუ-იორკში მოხდა, არ ნახავს საქართველო:

2005 წელს, ქარიშხალ “კატრინას” მიერ დატბორილ ნიუ ორლეანში, არაადამიანურ, 40 გრადუსიან სიცხესა და 99% ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულისშემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთნები. დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკლე და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები. მაშინ ვნახე არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხვის შემაძრწუნებელი სცენა პირველად. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები…

იმედი მქონდა რომ ამას მეტი არასოდეს ვნახავდი.

ისევ ვნახე ამ დღეებში, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩავარდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევა და მაგალითის მიცემა. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს.

დაუსრულებლად გაგრძელდება ირონიული კამათი იმის შესახებ, რომ ეს პანდემია ბლეფია, რომ სიკვდილიანობა არც ისე მაღალია, რომ ეს უბრალოდ რთული გრიპია და ა.შ. სხვათაშორის, ბევრი რამ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს იტალიის, ესპანეთის, ნიუ იორკის, ნიუ ორლეანის იმ კლინიკების თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ ნახეს კორონას საზარელი სახე და არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ გადარჩნენ სხვები, ან არიან თუ არა ჯერ გადარჩენილები.

საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ ნახოს! არ შევაძრწუნებ ადამიანებს და არ ავხსნი დაწვრილებით, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საოცარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოლაფსისა და ენით აუწერელი ტრაგედიის განვითარება.

მე ეს ვნახე, ჩვენ ეს ვნახეთ და ყოველდღე ვუყურებთ. ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ. ასე არიან ჩემი კოლეგებიც. სასოწარკვეთილი პაციენტები ბოლო წამებში ჩვენს ნამდვილ სახესაც ვერ ხედავენ და ასე ასრულებენ სიცოცხლეს.

ეს არ არის შეშინების მცდელობა. როდესაც დახაუს და ბუხინვალდს აჩვენებენ ადამიანებს, ამით კაცობრიობას აფრთხილებენ. ჩვენც მხოლოდ თქვენს გაფრთხილებას ვცდილობთ.

გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთი მუჭა ერს. ნუ გამოვცდით ღმერთს!!!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გურული.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...