კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას,...

“ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა (12.07.2025) პეტრე-პავლობის მარხვის დასრულებასთან დაკავშირებით:

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, – პეტრე-პავლობა, გილოცავთ!

ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას.

მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქარველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.

როგორი მადლით აღსავსე დღეებია!

როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!
ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ.

წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...