ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიდაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ...

დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება – სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო განცადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 17 აპრილიდან შემოღებული დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას, სწორედ ამიტომ ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს დროული რეაგირებისაკენ, რადგან დაგვიანებული ღონისძიებები, რომლებიც სავალალო შედეგებს გამოიწვევს პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება:

საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საგანგებოდ მიმართავს საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის და სხვა წარმომადგენელთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საფრთხე, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს. მათი შეფასებით, განსაკუთრებულად მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების დროს, რადგან გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი შესაბამისი სიმპტომები და არ იციან წარმოადგენენ თუ არა ვირუსის მატარებლებს. ასეთი ადამიანების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა კი ვირუსის გადადების დიდ რისკებს შეიცავს, რაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გასათვალისწინებელია ასევე ჯანდაცვის სისტემის ლიმიტირებული და ამოწურვადი ადამიანური რესურსები, რის გამოც ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას გაუძნელდება პაციენტთა სიცოცხლის შენარჩუნება და მკურნალობა. აღნიშნულ რისკებს განსაკუთრებულად ზრდის 2020 წლის 15 აპრილს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.

საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინოს დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი უკვე ციხეში მყოფ პოლიტიკოსებს ბრალს უმძიმებს, ვაჭრობისთვის მძველების...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს პროკურატურის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...