ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს:
“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში.
რაც მეტ დანაშაულსა და უსამართლობას სჩადით, ხომ უფრო მეტად აცნობიერებთ, რომ არ შეგრჩებათ. ეგ უსამართლობა ჩვენ კიდევ უფრო გვაბრაზებს, თქვენ კი – გასუსტებთ.
თქვენი ცხოვრება იქნება ჯოჯოხეთი. ვერ მიაღწევთ სიმშვიდეს ანუ თქვენს ენაზე რომ ვთქვა – ჩვენს განადგურებას“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.