spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გამოვცდით უფალს და...

“მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გამოვცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს” – გიორგი ვაშაძე

პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი ამ შემთხვევაში არა ხელისუფლება, არამედ საპატრიარქო და მრევლია. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, მისთვის ადვილი არ არის საზოგადოებას/მრევლს მოუწოდოს სახლში დარჩენისაკენ და ეკლესიაში წასვლისაგან თავშეკავებას ურჩევს. მისი განმარტებით, ბევრი ვერ გაიგებს მის ამ მოწოდებას და არაქრისტიანულ ქცევად ჩაუთვლიან, თუმცა პოლიტიკოსის თქმით დუმილი ახლა დანაშაულია, რადგან ადამიანების სიცოცხლესისა და ჯანმრთელობის გარდაუვალ საფრთხეს ხედავს. მისი განმარტებით ხელისუფლება მალავს და აყალბებს ინფიცირებულთა მონაცემებს, რათა შემდეგ პასუხისმგებლობა საპატრიარქოსა და მრევლის დაუდევრობას დაბრალდეს:

დღეს დიდი ხუთშაბათია, საიდუმლო სერობის ანუ პირველი საღვთო ლიტურღიის დღე. სწორედ ამ დღეს მინდა მივმართო არა ხელისუფლებას, რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოს.

მეგობრებო, ქვეყანაში დაწყებულია საშიში ვირუსის ფარული, მრავალჯერადი, უკონტროლო გავრცელება, რადგან არ გვაქვს მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირება. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, სავარაუდო ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე არსებული სტატისტიკა.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ მალავს და აყალბებს მონაცემებს, რასაც აღდგომის შემდეგ აუცილებლად მოჰყვება ინფიცირებულთა მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიარქოსა და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს!

მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გამოვცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს. მოვუწოდოთ მრევლს სიფრთხილისკენ და დროებით, ერთჯერადად გამოვაცხადოთ წირვა მრევლის გარეშე. ხოლო უპასუხისმგებლო ხელისუფლება ერთად ვაიძულოთ მკაცრად გააკონტროლოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქალაქო წესრიგი.

საფრთხე რეალურია და ერთმანეთის გადარჩენისთვის სხვა არჩევანი დღეს არც ჩვენ და არც ქვეყანას სამწუხაროდ არ აქვს.

დარჩით სახლში, უფალი ყველგანაა!

დღეს, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის ადვილი არ არის გითხრათ დავრჩეთ სახლში და დროებით თავი შევიკავოთ ეკლესიაში მისვლისაგან! რადგან, ვიცი რომ ბევრი ვერ გაიგებს ჩემს ამ მოწოდებას და არაქრისტიანულ ქცევად ჩამითვლის მაგრამ ახლა, როცა თქვენი და ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარდაუვალ საფრთხეს ვხედავ, ვთვლი, რომ ჩემი დუმილი დანაშაულია.

მჯერა, ქრისტესთვის ერთი სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ყველა ტაძარი თუ ნებისმიერი მატერიალური სხვა სიკეთე ერთად აღებული. ქრისტეს აღდგომა უპირველესად სიცოცხლის სიკვდილზე, სიყვარულის კერპებზე გამარჯვების ზეიმია და არა პირიქით.

ქრისტე აღსდგა!

ყველა ის ექიმი, პოლიციელი, სამხედრო თუ უბრალო მოქალაქე, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაცხადებული ღმერთია ჩვენთვის! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! უფალი ყველგანაა! ქრისტე აღსდგა!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...