ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს საზოგადოების აქტიური ნაწილისადმი:

ის რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში არის პირდაპირი შედეგი რუსეთის დასუსტების უკრაინაში.

წარუმატებელი ომის შემდეგ პაშინიანმა სომხეთში გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე 2011-2012 წელს, დაიჭირა სომხური ივანიშვილი, მილიარდერი კარაპეტიანი. პაშინიანმა ოფიციალურად აიღო კურსი ევროკავშირის წევრობაზე.

ბაქომ დაიწყო თანამშრომლობა ნატოსთან, აზერბაიჯანი რუსეთში ხედავს პირდაპირ საფრთხეს და აქტიურ ნაბიჯებს დგამს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის რუსული გავლენისგან გაწმენდისთვის. გარდა ამისა დაიწყო აზერბაიჯანის და სომხეთის დაახლოებაც, რაც უმძიმესი დარტყმაა რუსეთზე.

ამ სიტუაციაში საქართველო სრული ანომალიაა, ერთის მხრივ საზოგადოებას ბოლომდე შესძულდა ივანიშვილი და მისი ხროვა. ამ ბანდიტური დაჯგუფების ძალადობა, თავგასულობა და უსამართლობა, ქართველები სამართლიანად თვლიან რომ ჩვენთვის საერთაშორისო იზოლაცია დამღუპველია. თვითონ ქოცებსაც რცხვენიათ აღიარება თავისი პოლიტიკური კუთვნილების, ვინაიდან თვითონაც განიცდიან გაჭირვებასა და დამცირებას.

ამ სიტუაციაში სულ გვესმის, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება და “რაღაცა მოხდება”. თუმცა უნდა გავიაზროთ რომ ეს “რაღაც” თავისით ვერ მოხდება.

საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული. გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო.

ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...