მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას, შეწყალებასთან დაკავშირებით, ერთგვარ განმარტებით შეფასებას აძლევს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და მმართველი გუნდისადმი კონკრეტულ შეთავაზებას აკეთებს:
“ტიპები ციხეში წავიდნენ იმის გამო რომ კომისიის ლეგიტიმურობა არ სცნეს, ყაველაშვილის შეწყალებას მიიღებენ?
რატომ იბანძებთ თავს?
ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.