ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკური განცხადებოთ ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის”:
“ქართულმა ოცნებამ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.
ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია.
ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ:
– საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები;
– დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი;
– უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.
ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვაცხადებთ:
არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს!
ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღირებისა და საბოლოო ჩამოშლისათვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.