შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკა"ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია" -...

“ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია” – პარტია” სტრატეგია აღმაშენებელი”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკური განცხადებოთ ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის”:

ქართულმა ოცნებამ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.

ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია.
ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ:
– საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები;
– დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი;
– უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვაცხადებთ:

არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს!

ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღირებისა და საბოლოო ჩამოშლისათვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...