სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას ეხმიანება და კონკრეტულ პირებს მწვავე ემოციური შეფასებებით მიმართავს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ვინც დღეს პროცესზე ონოს სიტყვა წაიკითხეთ (მოსმენის საშუალება აღარ გვაქვს) და ცრემლი არ გადმოგივარდათ, გულში ჩხვლეტა არ იგრძენით და თავი არ ჩაქინდრეთ, უსისხლო ქოცები ხართ ყველა და ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის – სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა და პროკურორებს, მოსამართლესა და სხდომის მდივანს მიმართავს:
“მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია…
ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ, არ გაპატიოთ.
მოვა დრო, მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებთ.
იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.
გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი?
ციხეში გავიგე, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს…
რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე?
ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?!” – ონისე ცხადაძე.