შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული ფაქტების გახსენებით:

მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე.

როდესაც მე შარშან იგივეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა “ერთობა არის შემოგდებული თემა”, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!

საერთოდ, ამ რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – “მოვა მიშა და შეგვჭამს” ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.

მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.
ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს, რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე.

პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.

ვარდების რევოლუციის წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში, მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდებაც 2003 წელს.

ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...