საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე:
“ქოცები გაიძახიან, პროტესტი არ არსებობს, პროტესტი არ აწუხებთ, ღამის სამ საათზე დრონით ჩამოუვლიან ცარიელ რუსთაველს და ამას აჩვენებენ ტყუილით მოწამლულ შემორჩენილ თავის მომხრეებს.
ვიღაცეები ქოცის ცეცხლს ნავთს უმატებენ და ამბობენ, პროტესტს შედეგი არ მოაქვს.
პროტესტის შედეგია ქოცთა საერთაშორისო იზოლაცია და დელეგიტიმაცია, პროტესტის შედეგია საერთაშორისო სანქციები. პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ. ახლა 30-დღიანი პატიმრობით და ნარკოტიკის ჩადებით გვემუქრებიან.
ნარკოტიკის ჩადება – საბჭოთა რუსეთში აბრუნებენ საქართველოს“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.