“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით:
“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას, რადგან იცის რომ დამნაშავეა.
როცა ერთ ადამიანს იმდენად ეშინია წასვლის, რომ საკუთარ შიშს ძალადობის ინსტრუმენტად აქცევს, – ეს არ არის მშვიდობა, ეს არის პანიკური თვითგადარჩენის რეჟიმი.
ეს ძლიერების კი არა, ღრმა სისუსტის ნიშანია. ეს არის ფსიქოლოგიური შიში, პიროვნული კრახი, როცა ხვდები რომ ძალაუფლების გარეშე არავინ ხარ.
ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და ყოველთვის ერთნაირად მთავრდება – ხალხის გამარჯვებით!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს