თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოჰყვება:
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს.
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ყველაფერი იმ პრაგმატული პოლიტიკის გარეშე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელია დღევანდელ ვითარებაში.
ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში, რეგიონში. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია, რაიმე წარმატებაზე ისაუბრო – ან ქვეყნის განვითარებაზე, ან ეკონომიკურ წინსვლაზე.
შესაბამისად, ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი ნაბიჯებით, მოყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს