სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიქველმოქმედება, ჰუმანიტარული დახმარება"გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ...

“გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ შევძლო დავუბრუნდე ადამიანურ ცხოვრებას და არ ვიცხოვრო ჯოჯოხეთში” – გიორგი სანდუხაძე

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი სოციალურ ქსელში უდიდესი ტკივილით აღსავსე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, კონკრეტული განმარტებებით:

⭕️გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი⭕️

გევედრებით, არ გამწიროთ ტირილში გათენებული ღამეებისთვის. ძალიან მეშინია, რომ ხვალ გავიღვიძებ და ისევ ვერ ავდგები ან კედელზე ხელების რტყმა მომიწევს ტკივილისგან. ძალიან ცუდად ვარ იმ მდგომარეობისგან რა მდგომარეობაშიც ვარ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით კი იმისგან რომ თქვენ ადამიანებს გაწუხებთ ესე ჩემი თავის გამო.

ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ ვარ ამ მედიკამენტებისგან, მაგრამ ამ მედიკამენტების გარეშე სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და კიდევ რამდენიმე თვე უნდა გავუძლო რომ შევძლო ისევ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს თავს ჯანმრთელი და მოქმედი.

როგორც იცით ხალხის, თქვენი წყალობით შევძელი ევროპაში წასვლა და თანამედროვე მედიცინაში არსებული ახალი ტოქსიკური მედიკამენტის შეძენა და მკურნალობის დაწყება. ორი თვის მედიკამენტის წამოღება შევძელი და ვსვამ მთელი ეს პერიოდია. იმის გარდა გვერდითი ეფექტები რომ არ გავითვალისწინო, მდგომარეობა ბევრად უკეთესად მაქვს პირველად ამდენ წლიანი ბრძოლის მერე. ეს მედიკამენტი არის ძალიან ძვირადღირებული თქვენი თანადგომის გარეშე ვერც პირველად შევიძენდი და ვერ დავიწყებდი მკურნალობას.

ჩემთვის ძალიან მძიმეა ისევ თქვენთვის მომართვა რომ დამეხმაროთ და ძალიან ბევრი ვეცადე რომ, როგორღაც საქართველოში შემოსულიყო ეს მედიკამენტი მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თურქეთშიც არ არის ეს მედიკამენტი, საქართველოშიც ვერ შემოაქვთ. ჯანდაცვის სამინისტროსაც მივმართე მაგრამ პასუხი არ მაქვს და სავარაუდოდ მინიმუმ 6 თვე დაჭირდება რომ მოიძიონ მედიკამენტი და შემდეგ შემოტანის პროცესი დაიწყოს.

გვერდითი ეფექტის გამო 1 დღე ვერ დავლიე მედიკამენტი, რამაც გამოიწვია სიმპტომებოს წამოწევა, რაზეც ექიმისგან მივიღე პასუხად რომ ეხინოკოკის გავრცელევის ტემპი იმდენად მაღალია რომ სანამ რამდენიმე თვე არ გავა ამ მედიკამენტის მიღების და დიდ რაოდენობის ეხინოკოკის უჯრედებს არ მოკლავს მანამდე მედიკამენტის შეწყვეტა ამ ეტაპზე გამოიწვევს ისევ სიტუაციის დამძიმებას.

გთხოვთ, თქვენი თანადგომით ამხელა პერიოდის შემდეგ ვიპოვე საშველი, გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ შევძლო დავუბრუნდე ადამიანურ ცხოვრებას და არ ვიცხოვრო ჯოჯოხეთში.

ძალიან გთხოვთ გააზიარეთ პოსტი“, – წერს გიორგი სანდუხაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და იქვე აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს საქველმოქმედო გადარიცხვებისთვის.

საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული
#GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
#GE62TB7477945066300001

PayPal: @Tiarajuli
@Tiarajuli

https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US
Tamuna Iarajuli

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...