ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:
“ბრუტალურ რეალობაში შევდივართ, ხო, შევდივართ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, უფრო დავიწროვდება ყულფი.
ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული, რომ დაუნდობლობის მადა უფრო და უფრო გაუაქტიურონ ადამიანებს, რომელთა მრავალჯერ ტრავმირებულ ფსიქიკაში ზოგადი ბრაზი გაცნობიერების გარეშე, უსახელოდ დაეხეტება და საკუთარი უმიზნო ცხოვრების გამო შურისძიებისთვის სადაც კალაპოტს ნახავს, იქ ჩაიღვრება.
სოლიდარობა ნინო დათაშვილს,” – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.