ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები სხვადასხვა დროს აგვიფეთქდეს.
რეზოლუციის ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სამუშაო ვერსია ან თბილისშია დაწერილი “მდიდარი ენჯეოების” ოფისებში, ან რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციაში, და იმ 320 ევროპარლამენტარს წესიერად წაკითხულიც არ ექნებათ, ისე მისცეს ხმა, კოლეგების ხათრით. ისინი კი აქ ჰყავთ “შეკერილები.” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც მათ ჩააკვეხეს.
ეს რეზოლუცია არის მხოლოდ ნაწილი იმ მასირებული შეტევის რაც მიდის ხელისუფლებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ მან საქართველო არ გადააქცია რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემად, როგორც სააკაშვილი ითხოვდა (ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს), და რაც ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20% დაკარგვად დაუჯდა.
ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია კი კასეტური ჭურვივით როდესღაც აფეთქდება, აბა ტყუილად ხომ არ დაიხარჯნენ მის გასროლაში?!
მოკლედ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ყველაფერი ძველებურად მიდის, ამ ურთიერთობებს ისევ განაგებენ ის ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ საქართველოში ისტორიის ჩარხი უკან დაატრიალონ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.