პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები საცოდაობაა – ვახო...

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები საცოდაობაა – ვახო სანაია

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი, “დღის ამბების” წამყვანი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში კონკრეტულ შეკითხვებს სვამს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა საეჭვო სტატისტიკასა და ეკლესიაში არესბულ სიტუაციასთან მიმართებაში:

“მხოლოდ ფაქტებს დავწერ.

1. გუშინ შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ნუ, მოვისმენთ, რა პასუხითაც გამოვიდნენ იქიდან. არ დავასწრებ მოვლენებს;

2. დღეს გაირკვა, რომ მღვდელია ინფიცირებული;

3. ასევე დღეს გაირკვა, რომ უცებ 30 ინფიცირებული გვყავს ერთ დღეში, რაც აქამდე არ მომხდარა;

4. ასევე დღეს ვიგებთ, რომ შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს;

5. ასევე დღეს ვიგებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა;

24 საათში 30 ინფიცირებული. თან ერთ-ერთი კლასტერის წყარო უცნობიაო, გვეუბნებიან. ნუ გასაგებია. აზრებს მიჰყავხარ ტაძრებთან, თან აგერ უკვე მოისმინე, რომ მღვდელია ინფიცირებული. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ეს მოლაპარაკებები საცოდაობა რომ არის, ვხედავთ, ამასთან, კიდევ სხვა საკითხია აქ მნიშვნელოვანი – ხომ არ იმართება სტატისტიკა ხელოვნურად?

განა ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სასულიერო პირებშიც იქნებოდნენ ინფიცირებულები ან ტაძრების კლასტერებიც გაჩნდება. რასაკვირველია, ეს მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, ეჭვი ჩნდება, მიმდინარე საჭიროებების მიხედვით ხომ არ ვიგებთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ?

მღვდლის ამბის გამხელა ცოტა ხომ არ დაგვიანდა? საპატრიარქოსთან მოლაპარაკებების პროცესში სტატისტიკა ხომ არ შეყოვნდა ან ტაძრების კლასტერზე ინფორმაცია ხომ არ დაიმალა შემთხვევით ?

რატომ უცებ 30 ინფიცირებულით მატება თუ წინა დღეებში რადიკალურად ნაკლები იყო? რა ვიცი, მაინც ვთქვი რა. ჩემთვის ვფიქრობ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...