ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან...

“პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს” – კახა კალაძე

შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი და მოწესრიგებული.

დედაქალაქის მერმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კიობახიძეს მხარდაჭერისთვის.

რვა წელი იწურება, რაც დედაქალაქის მერი ვარ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უამრავი პროექტი განხორციელდა. რთულია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული იყოს, კიდევ უფრო მეტი განახლებული ქუჩა, გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს. ესენი არიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც შრომობენ, რომ თბილისი იყოს სუფთა, ლამაზი, პოპულარული. მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქთან მიმართებით აქვს. პოლიტიკური მხარდაჭერისა და გუნდური თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რაც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რის იმედად გადიხართ არჩევნებზე?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...