“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება ცალკეულ გავრცელებულ მოსაზრებებს რუსეთთან დაკავშირებით და ამ მხრივ რაიმე პოზიტიური მოლოდინს გამორიცხავს:
“მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც ვეგანი მგელი.
რუსეთის „პარტნიორობა“ ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად.
მაგალითები ყველამ ვიცით:
სომხეთი — სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა.
სირია — ასადის რეჟიმი “დაიცვეს”?
ირანი — სტრატეგიული პარტნიორია, დრონებს აწვდიდა რუსეთს. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს.
სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება იქ ომი, ნგრევა და სიკვდილია და ამ ფონზე, ქოცები გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობაზე“ და „ნეიტრალიტეტზე.”
„რუსი და მშვიდობა“ — ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე.
და ბოლოს, ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა.
ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს, ამიტომ არის საქარათველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს