“ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ნაცვლად იმისა, შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგო სისტემა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან როსნესტის წარმომადგენელს, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან:
“ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ “ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან “როსნესტის” წარმომადგენლებს. ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან.
ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.
ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმის ნაცვლად, რომ ვცდილობდეთ ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი ენერგო სისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს