“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიაში მის მორიგ დაბარებას, კონკრეტული პოზიციით ეხმიანება:
“კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ “სიგნალით”, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ.
მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!✊🇬🇪“, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.