შაბათი, აგვისტო 2, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე – ისრაელიც და ირანიც ინტენსიურად ბომბავენ ერთმანეთს, დიდი ალბათობით გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. რის თაობაზეც მაქსიმალურად დეტალურ განმარტებებს აკეთებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი:

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და მხარეები ინტენსიურად ბომბავენ ერთმანეთს. შესაბამისად, არის მსხვერპლიც და მომავალშიც იქნება.

თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება. ამ ომისთვის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

ამიტომ დაბომბვებიც გაგრძელდება. ცხადია, უპირატესობა ისრაელის მხარესაა და ის მაქსიმალურად შეეცდება ამ უპირატესობის გამოყენებას. მაგრამ ამ მომენტისთვის ერთი საკითხი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ომში, რომელსაც სწრაფად შეუძლია შეცვალოს ომის მიმდინარეობა.

ისრაელს არ აქვს GBU-57A/B MOP ბომბები (რომელიც ფოტოზეა), რომელიც საჭიროა ირანის მიწისქვეშ კარგად დაცული ბირთვული პროგრამისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად (არადა ისრაელის მთავარი მიზანი ხომ ამ ინფრასტრუქტურის მოსპობაა ამ ომში). ისრაელს არც ის თვითფრინავები (B 2) აქვს, რომელიც ამ 13,6 ტონიანი ბომბების გადასატანადაა საჭირო.
ისრაელს აქვს მხოლოდ 1 ტონიანი ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები, რომელიც წარმატებით გამოიყენა “ჰესბოლას” ლიდერ ნასრალას ლიკვიდაციის ოპერაციაში. მაგრამ ირანი სხვა შემთხვევაა. ეს ობიქტები უფრო ღრმადაა მიწისქვეშ (60 მეტრი და უფრო მეტიც, თან ბეტონის სქელი ფენები). ისრაელის საჰაერო დესანტის გადასხმაც შუა ირანში ძალიან სარისკო საქმეა.

ამისთვის ეფექტური ბომბები კი დედამიწის ზურგზე აქვს მხოლოდ შეერთებულ შტატებს, რომელიც არ ჩქარობს ომში ჩართვას. ტრამპს არ სურს დარტყმის ქვეშ დააყენოს ამერიკული ბაზები რეგიონში და სატელეფონო საუბრებს აგრძელებს ირანის მთავარ მოკავშირე პუტინთან.

შეძლებს თუ ვერა ისრაელი და მისი ლობი ტრამპის დაყოლიებას ირანის მიწისქვეშ განლაგებული ბირთვული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზემოხსენებული ბომბის გამოყენებაზე, ეს მგონია ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ ომში“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...