spot_img
მთავარისოციალური ქსელიისევ მოვა გაზაფხული კორონავირუსის გარეშე - ლევან რატიანი

ისევ მოვა გაზაფხული კორონავირუსის გარეშე – ლევან რატიანი

თავისი საოცარი შვილების ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი და მორიგი სიყვარულის ტალღა ააგორა მის მიმართ. მას, უხილავ მტერთან ომის პირველივე დღეებიდან, უპირობოდ სჯეროდა და სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს პოზიტივი იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მისი ფეისბუქის გვერდი პოზიტიური პოსტებისა თუ კომენტარების ერთგვარ “კიდობნად” გადაიქცა:

“ლევა მადლობა! მადლობა! და კიდევ ძალიან ბევრი მადლობა მინდა გითხრა! საუკეთესო სკოლის წლები მახსენდება როცა მზრუნველობით რანდენჯერ გამთბარი საკლასო ოთახი დაგიხვედრებია, შეშა ცელოფნით რომ მოგქონდა! მაშინაც ომი იყო, ბნელი 90 იანები… ეხლაც ომია და მჯერა რომ ყველა ქართველს ეხლა შენ ეიმედები! აუცილებლად გავიმარჯვებთ!”

“როგორ შეიძლება არ იამაყო,როდესაც ასეთი ადამიანის გვერდით ხარ”

“როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მოვალ, გნახავ და მაგრად ჩაგეხუტები”

“ვიძახი – რატიანი წყალზე გაივლის მალე-თქო … ისეთ საოცრებებს სჩადის …
ხუმრობა იქეთ იყოს და რამხელა იმედია ეს ადამიანი”

“სულითაც და გულითაც უკვე ყველას გვიყვარხარ, თქვენს სამ ანგელოზთან და ოჯახთან ერთად!”

“ჩემი სიყვარული თქვენ კარგო ადამიანო”

“თქვენ საოცარი პიროვნება ბრძანდებით. თქვენ უფლის საჩუქარი ხართ. თქვენგან უხვად მოდის იმედის ტალღა.კეთილგანწყობილი გული და ხმის ტემპრი თავისი გულწრფელობით უსაყვარლესი ადამიანი ბრძანდებით. ეს კორონა ღირდა იმად რომ თქვენისთანა ადამიანები ახლოს რომ გაგვეცნო. ღვთის წყალობა არ მოაკლოს უფალმა თქვენს ულამაზეს ოჯახს. გწყალობდეს ღმერთი ყველგან და ყველაფერში”

მხოლოდ ბოლო ერთი დღის ნაწილი ემოცია გადმოვიტანეთ პუბლიკაციაში, არადა უამრავი სამადლობელო თუ მხარდამჭერი პოსტია გამოქვეყნებული ლევან რატიანის ფეისბუკის პირად გვერდზე, დიდი იმედები და სიყვარული კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმის მისამართით, ექიმის, რომელსაც უპირობოდ სჯერა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ გადავრჩებით და “ისევ მოვა გაზაფხულო კორ ვირუსის გარეშე“:

ამ ომში დრო უნდა მოვიგოთ უპირობოდ, მიზანი სიცოცხლის გადარჩენა, რას ვაკეთებთ ამისთვის: სოციალურ დისტანცირებას – ფიზიკური დისტანცით-პირობით – დესოციალიზაციის გარეშე! ჩვენ გადავრჩებით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან რატიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...