კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები" -...

“როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები” – ლევან ხაბეიშვილი

ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება ასე თხასავით შეუძლია გაყიდოს კონკრეტული თანამდებობის პირები მგლის ბილეთით ხარებამ ახლა შეუძლია თავი დაიმშვიდოს ყაველაშვილის ჯილდოთი”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს და კონკრეტული პირების სამსახურიდან გაშვებას:

როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც მაგნიტსკის სიაშია და ფაქტობრივად მგლის ბილეთით გაუშვა თანამდებობიდან.

თავი დაიმშვიდოს ახლა ხარებამ, რომ აქვს ჯილდო ყაველაშვილის, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, მაგნიტსკის სიაშია, მწამებლების და ტერორისტების სიაშია ისიც, გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები, ამ ადამიანებსაც ემუქრება საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა ხარება და მგლის ბილეთით გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან.

ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი უნდა დაემხოს და ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს. წრე ვიწროვდება სამშობლოს მოღალატეების და თუ ყველანი ვიქნებით ერთ პოზიციაზე, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ავადმოსაგონარი 1937 წელი საზოგადოების დუმილმაც დააყენა!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე წარსულის მძიმე გაკვეთილზე...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...