პარასკევი, ივნისი 13, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები..." - ზურაბ ჯაფარიძის...

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი:

რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი.

არასაკმარისი იმიტომ, რომ არ იჯერებს საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომ წაქცეულის ცემა მოსულა, პატარა გოგოს ცემა მოსულა, 10 კაცის მიერ ერთის გაწიხლვა მოსულა, ფეხმძიმე ქალთან უთენია სახლში შევარდნა მოსულა, მინივენებში ახალგაზრდების წამება მოსულა და ა.შ.

ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან.

და მაინც მთავარი არის ტყუილი. ტყუილი არის ამ და ასეთი რეჟიმების არსი.

ყოფილი KGB-შნიკები და რაიკომის მდივნები გახდნენ მორწმუნეები;
კრიმინალები – ეპისკოპოსები;
პედოფილები – ტრადიციული ღირებულებების დამცველები;
მოძალადეები – ქრისტიანები;
პოლიციელები – დამნაშავეები;
ხალხი, რომლებსაც იმდენად არ სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის, რომ შვილებს უცხოეთში აჩენენ – პატრიოტები;

იტყუება ყველა, რიგითი პოლიციელით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, ჟურნალისტი, ექსპერტი, პროკურორი, პარლამენტარი, მინისტრი, გამგებელი და ა.შ., ყველა იტყუება, ყველა ბუტაფორიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.

რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ათობით ათასი, შეიძლება ასობით, ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ნებაყოფლობითი თანხმობა – მონაწილეობა მიიღოს ტყუილში.

სასამართლო პროცესი? – ტყუილია!
გამოძიება? – ტყუილია!
არჩევნები? – ტყუილია!
ევროპისკენ სიარული? – ტყუილია!
ყველაფერი ტყუილია!

მაგრამ ეს ტყუილები ცოცხლობს იმიტომ, რომ მასში ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

ვიღაცას დააჯერეს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ჰგონია, რომ ის მაინც ვერაფერს შეცვლის, ამიტომ მოსულა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი რეჟიმის პირობებში, არის სიმართლის თქმა და ტყუილში არ მონაწილეობა.

არაფრის ისე არ ეშინია რეჟიმს, როგორც სიმართლის.

ერთი მართალი ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა მათთვის, ვიდრე 100 კუნთმაგარი. ამიტომ კლავენ სიტყვის თავისუფლებას სხვადასხვა კანონებით. კანონებით უნდათ დაადგინონ საკუთარი “სიმართლე” ანუ დააკანონონ ტყუილი, რადგან მარტო იმედი და პოსტვ ვერ ერევა რეალობას.

ტყუილში არ მონაწილეობა არის მინიმუმი. ეს უკვე თავისთავად არის ბრძოლა. პირველი ვინც ამას უნდა აკეთებდეს და მაგალითს აძლევდეს სხვებს – არიან პოლიტიკოსები.

ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის.

ტყუილია.

ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა,
ტყუილში გასვრა – აწყობს რეჟიმს.
არ შეიძლება ამის გაკეთება.

გასაგებია, რომ ზოგიერთს თუ ეტყვიან, ახლა ასეთი არჩევნები იქნება, თუ გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ, თან ყოველდღე უნდა იძახოთ: “%ლე ვარ, %ლე ვარო”, დათანხმდებიან და ისევ გაიმეორებენ: – პოლიტიკური პარტია მაგისთვის არსებობს, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მაგრამ ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში %ლეებზე არ ვსაუბრობთ.

არ შეიძლება ტყუილში მონაწილეობა. არანაირ ტყუილში. ასადროს, თუნდაც ეს თავისუფლების ფასად დაგიჯდეს ან უარესად”, – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
საკანი N220
5 ივნისი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით” –...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“თუ ასე მაინც არ გავზარდეთ, არაფერი ეშველება ამ სექტას” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...