შაბათი, აპრილი 20, 2024

სემეკი-ს განმარტებები მთავრობის მხრიდან დაწესებული კომუნალური შეღავათების თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) მოქალაქეებს შეახსენებს მთავრობის მხრიდან დაწესებული კომუნალური შეღავათების თაობაზე და აკეთებს კონკრეტულ განმარტებებს:

ელექტროენერგია აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს.

მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.

კომუნალური შეღავათების ფარგლებში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება.

წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის.

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადის დაფარვა მოხდება ეტაპობრივად.

მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე.

იმ შემთხვევაში, თუ თანხა უკვე გადახდილი გაქვთ, თუმცა თქვენი მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტრს ან არის 200 კუბური მეტრი, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება თქვენს სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით.

კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ყველა ლიცენზიატი კომპანია და რაიმე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ სემეკის ქოლ ცენტრში, ნომერზე 16 216 ან მოგვწეროთ ფეისბუქის გვერდის საშუალებით.

ცხრილში მოცემულია სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის.

ცხრილში თვის ხარჯი 200 კუბურ მეტრზე მოცემულია ლარებში. კომპანიების მიხედვით მოცემულ თანხას არ უნდა აღემატებოდეს თქვენი თვის ხარჯი.

ზემოაღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვცელდება ძველ დავალიანებებზე.

მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას.

 

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთა ელექტროენერგიის მარტის მოხმარება არ აღემატება 200 კვტს.სთ-ს, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, უარს ამბობენ კომუნალური შეღავათებით სარგებლობაზე.

 

ინფორმაციისთვის:

მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.

👉აღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვცელდება ძველ დავალიანებებზე.

👉 მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული