პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები79 ქართველი მოსწავლე ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

79 ქართველი მოსწავლე ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

ამერიკიდან საქართველოში 79 ქართველი მოსწავლე დაბრუნდა, ასევე მათთან ერთად სომხეთის 35 მოსწავლე იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მოსწავლეები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და ისე დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც სომხეთიდან იყვნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ:

79 ქართველი მოსწავლე, რომლებიც ამერიკაში იმყოფებოდნენ, უკვე საქართველოში არიან. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად.

მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველმა მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაემგზავრნენ საკარანტინე სასტუმროებში თბილისსა და კახეთში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...