ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ გაიაზრეს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს"...

“ვერ გაიაზრეს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს” – კახა კალაძე “წინააღმდეგობის პლატფორმაზე”

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა გარედან ვინმე“, – თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, ისინი დავალებებს იღებენ საქართველოს საზღვრებს მიღმა, კონკრეტული პატრონებისგან:

ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს – საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ.

ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს.

შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ვხედავთ, გარედან მართული პროცესებია. თავიანთი პატრონები უბრძანებენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე ისაუბრონ და ა.შ ყველაფერი გარედან იმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, ოპოზიციას წინადადებით მიმართა.

კარგ გამოსავალს გეტყვით, საერთოდ ემანუელ მაკრონი ჩამოიყვანეთ და თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს. ასე არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გააპრავებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” –...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...