spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით” – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებელი” მწვავე განცხადებას ავრცელებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რასაც პარტია გატაცებად მიიჩნევს და პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ერთიანობისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს:

ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით. ეს არის სისუსტის ნიშანი.

პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ – ნიკა მელია, სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები – ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.

ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას. ის პირადად არის პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ უკანონობასა და ძალადობაზე.

საკუთარ ხალხთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგია.

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ამ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა.

ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს ჩვენს მისწრაფებას თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...