“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სპექტრის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც განიხილავს, წარმოდგენაში, თეატრში – არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა “არჩევნების” გამოყენებაც კი – დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!
ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში