კვირა, მაისი 25, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა 5G აუქციონი მესამედ გამოაცხადა

ComCom-მა 5G აუქციონი მესამედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ის დასანერგად, აუქციონი მესამედ, კომპანია „სილქნეტის“ თხოვნით გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორის მომართვა და კომპანიებს მისცა შესაძლებლობა კვლავ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მესამე 5G აუქციონი სულ 11 ლოტზე გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 3400-3800 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები იქნება გამოტანილი. 11 ლოტიდან ორი აუქციონი ორ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე ჩატარდება, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან. კომბინირებული ლოტები სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3400-3800 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგებიან. ამასთან, ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევანი – შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.

2023 წელს ჩატარებული პირველი აუქციონის შემდეგ, აუქციონის ფარგლებში ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისთვის MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნა, რადგან ერთი მხრივ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე MVNO-ს დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ 2023 წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, ComCom-მა MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად ამჯერადაც არ მიიჩნია. თუმცა, როგორც კომბინირებულ, ისე ცალკემდგომ ლოტებზე, კომპანიების მხრიდან MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევის შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20%-იანი ფასდაკლებით განისაზღვრება.

კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 9 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან ერთ-ერთში მაინც გაიმარჯვებს, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2025 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-N11 აუქციონები კი 2025 წლის 30 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეათედ ჩატარდა

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ, წარმატებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-27 მაისის პერიოდისთვის

23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...