კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება:

პირველი – გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, იმისთვის რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ.

მეორე – ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი.

მესამე – რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ.

მეოთხე – პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია, და არა გდაიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის.

და მეხუთე – ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...