პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა9 აპრილი - თავისუფლებისათვის ბრძოლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის...

9 აპრილი – თავისუფლებისათვის ბრძოლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის სიმბოლო

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსულ მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღდგენას ითხოვდნენ, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ სისხლიან მოვლენად შევიდა ისტორიაში. “ბოროტების იმპერიის” სადამსჯელო მანქანამ – საბჭოთა არმიის შეიარაღებულმა ძალებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყა ალყა. ჯარისკაცები შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით, ალესილი ნიჩბებით, მომწამვლელი გაზით. რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინ და შეუბრალებლად დაიწყეს მომიტინგეების დარბევა. საბჭოთა ჯალათებმა რამდენიმე წუთში გაწმინდეს მოედანი, ხოლო სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად 19 მომიტინგე გამოასალმეს სიცოცხლეს, რომელთაგანაც. მიყენებული დაზიანებებისა თუ ჭრილობების გამო მოგვიანებით რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2000-ზე მეტი გაზით მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენები გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირობა გახდა ქვეყანაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერების საფუძველი, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა ზუსტად 2 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს!

სააგენტო “პარალელის” რედაქცია უდიდეს პატივისცემას გამოხატავს ამ დიადი ისტორიის შემოქმედთა წინაშე!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...