პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთი თვე უკვე დავკარგეთ, კიდევ რამდენი დრო უნდა...

ერთი თვე უკვე დავკარგეთ, კიდევ რამდენი დრო უნდა დავკარგოთ?! დროულად დაიწყოს დიაგნოსტირება – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანაში უკვე 30 000 ადამიანი იქნებოდა ტესტირებულ-დიაგნოსტირებული და ვირუსის გავრცელების არეალიც გაცილებით უფრო შემცირდებოდა. პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას დიაგნოსიტრების დაწყებისაკენ, რადგან დღეს ექიმებს არ აქვთ საშუალება კორონავირუსის დიაგნოზი დროულად დასვან:

„გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ჩვენ ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს იმიტომ, რომ არ ვიცით გვექნება თუ არა ეპიდაფეთქება. ამას ემატება შიმშილის პრობლემა, რომელიც დღეს უკვე დგას ქვეყანაში. ერთი თვის წინ, როცა ჩვენ ავტეხეთ განგაში მასობრივი დიაგნოსტირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენზე ტროლებით შეტევა დაიწყო. დღეს კი ყველა აბსოლუტურად თანხმდება, რომ ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის დიაგნოსტირება და ტესტირება.

რატომ არ იყო საჭირო მარტში ეს და რატომ არის ახლა საჭირო?! რატომ?! რა განსხვავებაა, რა შეიცვალა?! დიდი შეცდომაა დაშვებული მარაგების მოგროვების კუთხით.

დიახ, დანაშაულია, როცა დღეს ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით. ყველა ახალი შემთხვევა ვანის, ქობულეთის, ბათუმის, თემქის, ყველა შემთხვევა ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, ექიმებს კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები და კორონავირუსის დიაგნოზის დასმას ვერ ახდენენ.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! ჩვენი გეგმით 30 000 ადამიანი იქნებოდა ახლა ტესტირებულ-დიაგნოსტირებული ქვეყანაში და გაცილებით უფრო შემცირებული იქნებოდა ვირუსის გავრცელების არეალი.

დღეს კი რა რეალობაში ვართ?! მოლოდინის რეჟიმში ვართ და შიმშილის პრობლემის წინაშე დავაყენეთ მთელი საზოგადოება. ყოველი დაგვიანებული დღე მასობრივი დიაგნოსტირების თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი დამატებული დღე გაჩერებული ეკონომიკის, ეს არის შიმშილის კიდევ ერთი დამატებული დღე.

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რამდენიმე ათასი ტესტი ჩამოვიტანეთო. თუ ჩამოიტანეთ ექიმებს მაინც დაურიგეთ, სამედიცინო დაწესებულებებს მაინც დაურიგეთ, რომ დაიწყოს დროულად დიაგნოსტირება. ერთი თვე ხომ უკვე დავკარგეთ, კიდევ რამდენი დრო უნდა დავკარგოთ?!

დღეს მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყნები აცხადებენ კონკრეტულ თარიღებს კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამუშავების, ვინც მასობრივი დიაგნოსტიკა გააკეთა. ასეთია მაგალითად ავსტრია, ასეთია ნორვეგია. ჩვენ?! – ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში ვართ. ადამიანებს აქვთ სიმპტომები, ზოგს აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი და ისინი დიაგნოსტირებას ვერ იტარებენ. როდემდე უნა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!

გინდა სწრაფი იყოს, გინდა ნელი იყოს, გინდათ ოქროსი, გინდათ ვერცხლის, გინდათ ბრინჯაოსი, როგორი ტესტიც გინდათ გამოიყენეთ, ოღონდ დაიწყეთ ადამიანების დიაგნოსტირება. თუ ამას არ დავიწყებთ ჩვენ გვემუქრება კიდევ უფრო მეტი შიმშილი, კიდევ უფრო მეტად გაჩერებული ეკონომიკა. მე არ მინდა ვივარაუდო, რომ ამას აქვს მიზანმიმართული ხასიათი და სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...