spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება...

იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან – ზვიად შალამბერიძე

მას შემდეგ, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა და შიდაგადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ ზეინდარსა და შუამთაში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნა და კონტროლი გამკაცრდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო და ვანის მუნიციპალიტეტში გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება.

„იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან, რომელიც ვანის კლინიკაში თვითდინებით მივიდა,“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “Covid 19”-ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი – 3.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...