კვირა, აგვისტო 24, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია...

“სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პოლიტიკურ შეფასებებს ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით (იხ. წინა შეფასებები, ბოლოში👇):

კლეპტოკრატიულმა დიქტატურამ ასევე მოხურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უარი უთხრა ამერიკის ელჩს, ბრიგიტ ბრინკს აკრედიტაციაზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მაშინ ბრიგიტს “სააკაშვილის დაქალობა” დააბრალეს და ორი წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე იყო დარჩენილი.

ასევე, რაც ფუნდამენტური იყო, მათ უარი თქვეს ჩემ დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენებისა და საჰაერო დაცვის მიღებაზე, ასევე შეაჩერეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. ასე რომ ანტი – ამერიკულ კურსს ესენი ახორციელებენ 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს იტყუება ან თავს თავს იტყუებს.

ასევე მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.

სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ”...

„ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის...

“უნდა გამოიყენო ყველა ბერკეტი, რომ არჩევნები არ გაგიყალბონ” – ბესიკ დონაძე

არჩევნებში მონაწილე ორ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტული საკითხების მიმართ უყურადღებობაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ან ბიძინა გაემიჯნა და კობახიძე-მდინარაძეს ბოლომდე შეატოვა პასუხისმგებლობა ამ საგიჟეთზე, ან სასამართლო სისტემა აბუნტდა...

სასამართლოს მიერ გიორგი ახობაძის გამართლების ფაქტს კონკრეტული შეფასება-ვარაუდებით ეხმაურება...

“დაიოკეთ პირადი ვნებები და თამამად, ამაყად თქვით: თავისუფლება მიშას!” – კობა ხაბაზი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ის არაა პოლიტპატიმარი...

“როგორც ადუღდი, ისე დადუღდი, უზრდელო ბიჭო, და ტოლი ნახე, კოჭი გააგორე” – თეა წულუკიანი...

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის მიერ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით...