კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიაღმოჩენილია მედიასაშუალება "სპუტნიკთან" დაკავშირებული 17 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში,...

აღმოჩენილია მედიასაშუალება “სპუტნიკთან” დაკავშირებული 17 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი – ISFED-ს ანგარიში

„რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში – „სპუტნიკის“ კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე“ – ამ სათაურით არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით იკვეთება საეჭვო კოორდინირებული სქემა ფეისბუქზე, ქართულ სოციალურ სივრცეში რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მასალების გავრცელების შესახებ. ანგარიშში დაწვრილებით არის ეს სქემა აღწერილი, ასევე ISFED-ის განმარტებით საქართველო რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზს წარმოადგენს და შესაძლოა ყალბ ჯგუფებს ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ. რაც ზრდის საქართველოში რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის გავლენის საფრთხეს2020 საპარლამენტო არჩევნების წინ:

სამართლიანმა არჩევნებმა „სპუტნიკთან“ დაკავშირებული 17 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა. აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც,“ – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

სიღრმისეული და მრავალფეროვანი კვლევის შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა „სპუტნიკის“ საქმიანობის ტაქტიკა და ტექნოლოგია:

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

1. ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება. ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.
2. მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება„სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს. ეჭვს, რომ აღნიშნული გვერდები საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციის იარაღს წარმოადგენენ, ამყარებს ამ გვერდების ნაწილის კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. საგულისხმოა, რომ11-დან სამი გვერდის ადმინისტრირებას რუსეთს ფედერაციიდან ახორციელებენ.

„სპუტნიკის“ მასალების გავრცელება არაავთენტურად და კოორდინირებულად ქართულენოვანი ჯგუფების გარდა, ქართულ თემატიკაზე შექმნილ რუსულენოვან ჯუფებშიც შეინიშნება. ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია 29 ქართულენოვანი და12 რუსულენოვანი ღია ჯგუფი, რომლებსაც ჯამში 1,219,885 წევრი ჰყავთ. „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად, სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფებს იყენებენ ბოროტად,“ – აღნიშნულია ISFED-ის დასკვნაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...