ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართული წარმოების პირბადეები დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი

ქართული წარმოების პირბადეები დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება. საუბარია „ავერსის“, „ჯიპისის“, „პსპ“-სა და „ფარმადეპოს“ ქსელებზე საუბარი და ეტაპობრივად დაახლოებით ორ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. მინისტრის განცხადებით პირველ რიგში განსხვავებული ეპიდსიტუაციის გამო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შეეცდებიან შეავსონ მარაგი. ასევე დადგინდა პირბადის საცალო ფასი:

იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ქართული წარმოების პირბადე, გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის სუბსიდირებადი ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად – 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკრეტული აფთიაქები გვეთანამშრომლებიან და მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტს სოციალურ პროექტად განიხილავენ და ამ ფასს საკუთარ მოგებას არ დაამატებენ.

პირველ ეტაპზე, 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე – თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადის გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თითო პირბადე იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქცია მოყვება.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...