ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუსაფრთხოების ნორმებიშენობის დემონტაჟისას ჩამონგრეულმა კედელმა 3 მუშა მოიყოლა

შენობის დემონტაჟისას ჩამონგრეულმა კედელმა 3 მუშა მოიყოლა

მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ნანგრევებიდან მუშების ამოყვანა:

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.

შემთხვევის ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.

მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.

მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა,“ – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...