პარასკევი, მაისი 9, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი კეკელიძე: "დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა"

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე მამა გახდა. მისმა მეუღლემ, მარიამ სოსელიამ გოგონა – კეკე გააჩინა და ამ სასიხარულო ინფორმაციას ბედნიერი მამა განსაკუთრებულად ემოციურად ამაღელვებლად გადმოსცემს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა.

მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.

თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა – რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო – არა. ,,მე ხომ არ ვეწევი” – ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა – ,,აღარც მე. გადააგდე“.

,,მაგრამ შენ ხომ…” – და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.

გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის. წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო.
რადგან კეკე დაიბადა.

ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა – დავინახეთ.

და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია:

ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ.

მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე – ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს.

მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება.

დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე.

იყავი ადამიანი.

ჩვენ შენ გვიყვარხარ“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას” – თინა...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში...

“უმაგრესი ამბები ვაშინგტონიდან, პრეზიდენტმა ტრამპმა სრული მოცულობით აღადგინა შეიარაღებით დახმარება უკრაინისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებას ემოციური შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...