ორშაბათი, ივნისი 23, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები...

“რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს” – კახა კალაძე

ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის საკითხს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპულ მომავალს მტრობენ.

„ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.

ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, როცა თითქოს ცუდად იყო. ისიც გვახსოვს, რეზოლუციით სანქციებზე შეერთებისკენ რომ მოგვიწოდეს. წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, დღეს ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ტიპის ბიუროკრატები ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს ვერ შეუშლიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან“.

ეს ადამიანები საქართველოში ვერაფერს გახდნენ. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა ბოროტება დაამარცხა. ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე. ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც ევროპა და ევროპული ღირებულებებია დაფუძნებული. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდას, სიძულვილის ენას ვხედავთ, თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია.

ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხელში ჩაეგდოთ საქართველო და შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ისინი ქვეყანაში დამარცხდნენ. საქართველოსთან მიმართებაში ყველა მტერი იქნება დამარცხებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...