ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო" - ლევან ნიკოლეიშვილი...

“თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო” – ლევან ნიკოლეიშვილი ე.წ. “ბიტკოინების საქმეზე” სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ე.წ. “ბიტკოინების საქმეზე” სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებები გააკეთა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა წევრმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა:

ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო – თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო.

აქ საინტერესო ის არის, რომ ბატონი ბაჩიაშვილი, თავის “სიმართლეში” ოპოზიციური არხებიდან რომ გვარწმუნებდა, თან რუსთაველზე მიმდინარე აქციების ფონზე, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა შარშანდელი თოვლივით გაიპარა და ქვეყანა დატოვა.

იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა, ამავე დროს ისიც იცოდა ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა, აქეთ ოპოზიციას იქით მომიტინგეებს თავს აწონებდა თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა, აორთქლდა, საკითხავია როდემდის?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და “თანავინსტერების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 9 ათასამდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...