ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა...

“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ზედმეტად რომ აღარ დავხარჯოთ გაოცების სიტყვები და არ ვიძახოთ ესენი ვინ ყოფილან, ეს როგორ გააკეთეს, ორსულ ქალს როგორ შეუვარდნენ სახლში და ა.შ.:

ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე. გამოძიებისთვის რა ფასეული ინფორმაცია შეიძლებოდა ამოეღოთ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებიდან, მითუმეტეს მარიამ გეგუჩაძის სახლიდან? არავითარი. და მანაც მშვენივრად იცოდა ეს, ვინც დაგეგმა. ან საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით როგორ შეიძლება თუნდაც ძალიან ცუდ ხელისუფლებას ეს მარაზმი აწყობდეს? ეს კითხვები შეგვიძლია აღარ დავსვათ. ლოგიკის ძებნასაც უნდა მოვეშვათ.

ეს ყველაფერი უბრალოდ რუსული სპეცოპერაციაა. რუსები ზუსტად იმ სცენარს აკეთებინებენ ამათ, რა სცენარიც წლების წინ დაიწყეს რუსეთში და “წარმატებით“ დაამთავრეს, ანუ გაწმინდეს ქვეყანა – ზოგი ციხეში ჩააგდეს, ზოგი გააქციეს, ზოგი მოკლეს. დიახ, ზუსტად ორსულ ქალს მცირეწლოვანი ბავშვით უნდა შეუვარდნენ დილით სახლში, ზუსტად ჟურნალისტი ქალი უნდა ვნახოთ ყოველდღე გისოსებს მიღმა, რომ რამე ილუზიები არ გაგვიჩნდეს და რუსიც კმაყოფილი იყოს, რომ აქ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, აქაც რუსეთი აქვს და მისი გეგმით მიდის ყველაფერი. თუ ადრე ვამბობდით, რომ ყველა ნულია და მთავარია ივანიშვილი, ახლა შეგვიძლია ივანიშვილიც გამოვრიცხოთ. პირდაპირ პუტინი და ეფესბე მოქმედებს აქ. ამ საცოდავებს სახეს აახევენ, რომ არცკი გაბედონ სანქციების შიშით ან რამე სხვა მოტივებით დასავლეთისკენ გახედვაც კი.

ასე ექცევა რუსეთი თავის ვასალებს. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად უკვე პირდაპირ რუსეთთან გვაქვს საქმე. შემოსულია აქ რუსეთი ბოლომდე. კობახიძე უბრალოდ რუსული ტანკია, ყველანი – მდინარაძე–პაპუაშვილიანად რუსული ტანკები არიან ფაქტიურად.

ეს უნდა ვიცოდეთ და ისე ვიმოქმედოთ. მათ კი, ვინც ამ ყველაფერში ისე მონაწილეობთ, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რას ემსახურებით გეტყვით:

არ შედგება აქ რუსეთი. ვერ იქნება საქართველო რუსეთი. ათობით ათასი ადამიანი შეაკვდება ამ საქმეს და ამას არ დაუშვებს. შენ, ვინც დღეს ორსულ გოგოს შეუვარდი სახლში, მთელი ცხოვრება სამარცხვინო და საფურთხებელი იქნები. შენ რუსი ომონელი ვერ იქნები, რომელმაც ორასი წელი შეიძლება ისე იცხოვროს 12 მილიონიან მოსკოვში რომ მეზობელმა სახეზე ვერ იცნოს. შენ ორ დღეში აღმოაჩენ, რომ ის გოგო შეიძლება შენი დის კლასელის ბიძაშვილია ან ბავშვობის მეგობრის დეიდაშვილი. ნუ უკეთებთ ამას საკუთარ თავს და ამ ქვეყანას“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

“სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება!”

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...