spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაბზის მოჭრაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება

ბზის მოჭრაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება

ხელისუფლება ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი დაზიანება ან მოჭრა დასჯადია რაც გულისხმობს, როგორც ფულად სანქციებს, ისე სისხლის სამართლის დანაშაულსაც.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზის შეძენა შესაძლებელია ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში,“ – განცხადება საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...