“საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?! მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პაპუაშვილის განცხადებაზე.
“ჩვენ და პირადად მე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელე ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული, რომ ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს ასაღებს პრეზიდენტად, დაესწროს წითელ მოედანზე პუტინის მიერ ჩატარებულ სისხლიან აღლუმს.
საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?!
“ოცნება” ყოველდღე ტესტავს ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას 9 აპრილზე საუბრით, რომ თითქოს უკრაინელებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოაწყვეს, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრით, რომ ის პიარს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს