17 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში.
აპრილი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე გამოიკვეთა გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნები.
აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
15 აპრილი – 2.7545;
16 აპრილი – 2.7544;
17 აპრილი – 2.7523.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0020 ლარით და 1 აშშ დოლარი 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში 2.7503 ლარი ეღირება.
აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელა, ბოლო დღეებში კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
15 აპრილი – 3.1363;
16 აპრილი – 3.1229;
17 აპრილი – 3.1274.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0025 ლარით და 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1249 ლარი ეღირება.
აპრილში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6389 ლარი (გამყარდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0721 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6642 (გამყარდა 0.0040 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6174 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0227 ლარი (გამყარდა 0.0128 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3672 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7678 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2213 ლარი (გაუფასურდა 0.0092 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4467 ლარი (გამყარდა 0.0226 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9294 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით).
მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, 8 აპრილიდან კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტისა დინამიური გაუფასურება, რაც კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
15 აპრილი – 3.3460;
16 აპრილი – 3.3528;
17 აპრილი – 3.3392.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0037 ლარით და 18 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3429 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი